24 დეკემბერს, 21:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ტელევიზიის TAFU TV-ს ეთერსა და Facebook გვერდზე ტელესპექტაკლის „სანამ ისტორია დაიწერება“ პრემიერა გაიმართება.
„სანამ ისტორია დაიწერება“ ლიკა გლურჯიძის პიესის მიხედვით დაიდგა, რომელიც მეცნიერი ქალის – მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრებას ასახავს. ტელესპექტაკლი რეჟისორების ჯგუფმა დადგა შემდეგი შემადგენლობით: გიორგი ბერუაშვილი, ნია ჟვანია, ელენე და ნატალია ადამაშვილები, ლუკა გიგიბერია.
ლიკა გლურჯიძის პიესა კონკურსის „მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრების შესახებ“ გამარჯვებულია. კონკურსი გასულ წელს მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მწერალთა სახლთან ერთად ჩაატარა.
ტელეპრემიერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული „მეცნიერების კვირეულის“ ფარგლებში იმართება.
TAFU TV-ს Facebook გვერდი: https://www.facebook.com/TAFUTV