განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს დელეგაცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას – საერთაშორისო პროფესიული უნარების კონკურსს “WorldSkills 2026” ესწრება, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში იმართება.
საქართველოს დელეგაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი ხელმძღვანელობს.
ქართველი ახალგაზრდები, საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში, ხუთი პროფესიული მიმართულებით გამართულ კონკურსებში მიიღებენ მონაწილეობას - ვებტექნოლოგიები, თაბაშირ-მუყაოს სამუშაოები, მოდის ტექნოლოგია, კონდიტერია და ავტო ტექნოლოგია.
საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები ეროვნული კონკურსის „WorldSkills საქართველო 2025” გამარჯვებულები - კოლეჯების კურსდამთავრებულები და პროფესიული სტუდენტები არიან.
საერთაშორისო კონკურსზე მონაწილეებთან ერთად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლები და საქართველოს კოლეჯების დირექტორები იმყოფებიან.
WorldSkills-ის საერთაშორისო კონკურსი 90 ქვეყანას აერთიანებს და მისი მიზანია განსაკუთრებული უნარების მქონე ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი შესაძლებლობების აღიარება.
WorldSkills International-ის მისიაა ხელი შეუწყოს პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების მაღალი სტანდარტების განვითარებას მსოფლიო მასშტაბით.
საქართველო WorldSkills-ს 2012 წელს შეუერთდა და დღეს მისი სრულუფლებიანი წევრია.