საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად აცხადებს სასკოლო კონკურსს სახელწოდებით „ჩემი გალაკტიონი“.
კონკურსის ფარგლებში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების X, XI, XII კლასის მოსწავლეები გალაკტიონ ტაბიძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნიან ილუსტრაციებს ან ვიდეო კოლაჟებს. მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი ნამუშევრების (ილუსტრაციების ან ვიდეო კოლაჟების) საშუალებით წარმოადგინონ მათ მიერ დანახული პოეტის შემოქმედება და პიროვნება.
კონკურსის მიზანია გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების პოპულარიზაცია, ასევე ახალგაზრდების შემოქმედებითი, კრიტიკული თუ ციფრული უნარების გამოვლენა-განვითარება.
საკონკურსო პირობები
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების X, XI, XII კლასის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამს.
2. მოსწავლეები შეარჩევენ გალაკტიონ ტაბიძის ერთ ნაწარმოებს, რომელზეც შექმნიან ილუსტრაციას (შესრულებულს ხელით ან ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით) ან ვიდეო კოლაჟს.
3. ვიდეო კოლაჟი შექმნილი უნდა იყოს შესაბამისი ვიზუალური რიგისა (მაგ., ფოტოების, ნახატების, წარწერების, ანიმაციის, ვიდეო კადრების) და ხმოვანი რიგის (მაგ., მოსწავლეთა მიერ გამომსახველობით წაკითხული ლექსი კადრს მიღმა ხმის სახით, ასევე მუსიკალური თუ სხვა სახის ხმოვანი გაფორმება) ერთობლივად გამოყენებით. ვიდეო კოლაჟი შექმნილი უნდა იყოს youtube-თან თავსებად ფორმატში.
4. ხელით შექმნილი ილუსტრაციის შესრულების ტექნიკა შეზღუდული არ არის. წარმოდგენილი ნაშრომის ზომა არ უნდა აღემატებოდეს A3 ფორმატს (A3 ფურცელი 297 * 420 მმ 29,7 * 42 სმ.).
5. ვიდეო კოლაჟისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით შესრულებული ილუსტრაციის შექმნისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ციფრული, ან/და სხვა ტიპის უკვე არსებული რესურსი, ასევე თავად მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატები, ფოტოები, ვიდეო კადრები (შენიშვნა: მნიშვნელოვანია, დაცული იქნას საავტორო უფლებები, რის გამოც უკვე არსებული რესურსების გამოყენების შემთხვევაში ვიდეო კოლაჟში წარმოდგენილი უნდა იყოს მითითება ამ წყაროებზე).
6. ვიდეო კოლაჟის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 30 წამზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 6 წუთს.
7. ილუსტრაციები თუ ვიდეო კოლაჟები უნდა შეიქმნას სპეციალურად ამ კონკურსისთვის.
8. პლაგიატის შემთხვევაში საკონკურსო ნამუშევარი არ განიხილება. (შენიშვნა: პლაგიატი არის საავტორო უფლებებით დაცული გამოსახულებები. ხოლო იმ გამოსახულებების გამოყენება, რომლებიც არ არის დაცული საავტორო უფლებებით (ბევრი ასეთი გამოსახულება განთავსებულია ინტერნეტში) პლაგიატად არ ითვლება.)
შეფასების კრიტერიუმები
ა) კონკურსის პირობებთან შესაბამისობა;
ბ) ინდივიდუალობა, ორიგინალური ხედვა;
გ) ნამუშევრის მხატვრული და ტექნიკური მხარე.
დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან I, II, III ადგილზე გასული და ჟიურის სპეციალური ნომინაციებში გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები.
კონკურსის ვადები
კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად: სასკოლო, მუნიციპალური და დასკვნითი ტურები.
1. სასკოლო ტურის ორგანიზება, გამარჯვებულების გამოვლენა და გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების შესაბამის რესურსცენტრში წარდგენა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2022 წლის 9 დეკემბრისა.
2. მუნიციპალური ტურის ორგანიზება, გამარჯვებულების გამოვლენა და მუნიციპალურ ტურში გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების სამინისტროსთვის წარდგენა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2022 წლის 16 დეკემბრისა.