სლოვაკეთის სახელმწიფოს ეროვნული სტიპენდიის პროგრამაში (National Scholarship Program) განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, PhD სტუდენტებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევრებს. სტუდენტებს და PhD სტუდენტებს შეუძლიათ ასევე განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე.
აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება ონლაინ შემდეგ ვებ გვერდზე: www.scholarships.sk; ამავე გვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პროგრამის თაობაზე.
სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აპრილის - 16:00 სთ (ცენტრალური ევროპის დრო).
აღნიშნული სტიპენდიის პროგრამის თაობაზე 2023 წლის 1 აპრილს, ცენტრალური ევროპის დროით 13:00 საათზე დაგეგმილია ონლაინ ვებინარის გამართვა სასწავლო და კვლევითი სტიპენდიების თაობაზე შემდეგი პლატფორმების მეშვეობით:
www.saia.sk/en/main/news/news/webinar-study-and-research-scholarships-to-slovakia
www.facebook.com/events/649168840550395
ამასთან, 2023/2024 აკადემიური წლის ზაფხულის სემესტრის სტიპენდიისთვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა არის 2023 წლის 31 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აპლიკანტებს (სტუდენტები და PhD სტუდენტები) შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით პირდაპირ დაუკავშირდნენ პროგრამის ადმინისტრატორს სილვია ლიპოვსკას (Silvia Lipovská), e-mail: nsp-foreign2@saia.sk , ხოლო აპლიკანტებს (უნივერსიტეტის ლექტორები და მკვლევარები) შეუძლიათ დაუკავშირდნენ სტიპენდიათა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ონდრეი არადსკის (Ondrej Aradský), e-mail: nsp-foreign@saia.sk