თურქეთის რესპუბლიკა ქართველი მკვლევრებისათვის განკუთვნილ TUBITAK-ის (The Scientific and Technological Research Council of Türkiye) საგრანტო პროგრამებს აცხადებს.
გამოცხადებულია ორი კონკურსი: 1. საერთაშორისო სტიპენდია გამოჩენილი მკვლევრებისთვის; 2. საერთაშორისო სტიპენდია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.
აღნიშნული საგრანტო პროგრამები მკვლევრებს უზრუნველყოფს სტიპენდიით, სამოგზაურო ხარჯებით, დაზღვევითა და დღიური ხარჯით.
პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24 თვიდან 36 თვემდე. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მ.წ 30 აპრილამდე შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: https://tybs.tubitak.gov.tr
ზემოაღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია დანართში.