დაიბადა 1995 წლის 19 დეკემბერს.
განათლება
2017-2019 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის მაგისტრი;
2016-2017 – ტარტუს უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საბაკალავრო გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტი;
2013-2017 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის ბაკალავრი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.
აკადემიური საქმიანობა
2020/06 - დღემდე – ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ტუტორი, ადამიანის უფლებათა სწავლება იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის (HELP);
2015 - დღემდე – ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრის, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაერთი სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორ-მომხსენებელი.
სამუშაო გამოცდილება
2024/11 - დღემდე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
2023/12 - დღემდე – მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) ექსპერტი მართლმსაჯულების ხარისხის მიმართულებით;
2020/06 - 2024/11 – თბილისის სააპელაციო სასამართლო, ბიუროს უფროსი;
2021/09 - 2022/05 – თბილისის სააპელაციო სასამართლო, ანალიტიკური სამსახურის უფროსი;
2020/01 - 2020/06 – თბილისის სააპელაციო სასამართლო, კონსულტანტი საერთაშორისო სტანდარტების და სასამართლო პრაქტიკის განზოგადების დარგში;
2018/03 - 2020/01 – სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობის სექტორის მთავარი კონსულტანტი;
2017 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის პრაქტიკანტი;
პროექტები / ტრენინგები / ნაშრომები
2020/05 - 2023/09 – ადგილობრივი ექსპერტი, მსოფლიო ბანკის ჯგუფის პროექტი „Women, Business and the Law“;
2018-2019 - სამოსამართლო სწავლების ევროპული ქსელის, საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაციის და გროციუსის საერთაშორისო სამართლებრივი კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტების მონაწილე და გამარჯვებული;
2018/10 – 2019/04 - რეზიდენტი მრჩევლის კოლეგა პროექტში „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“;
2015- დღემდე - ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ორგანიზებული არაერთი ტრენინგის მონაწილე;
ანა მღებრიშვილი არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.