საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ქალაქ ბორჯომში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვა.
თამარ მახარაშვილმა ახალგაზრდებს სკოლის წარჩინებით დასრულება, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზაალ გელაშვილთან ერთად, მიულოცა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოება გამორჩეული და სამაგალითო ინიციატივაა. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათთვის მოტივაციის გაზრდა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე 2023-2024 წლის 53 ოქროს და 13 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე დაჯილდოვდა. ღონისძიების ფარგლებში ასევე, მოეწყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.
