საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა, თიანეთის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადა მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და მათ სერტიფიკატები გადასცა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, ხოლო დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.
