საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ დირექტორ კატრინ დენისთან და DVV International-ის საქართველოს ოფისის დირექტორ გიორგი არსენიძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ბაია კვიციანმა კატრინ დენისს და გიორგი არსენიძეს ახალ თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში განათლების სექტორის, განსაკუთრებით კი ზრდასრულთა განათლების განვითარების პროცესში DVV International-ის მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტების გაფართოების საკითხებზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.
