თურქეთის რესპუბლიკა ქართველი მეცნიერ-მკვლევრებისთვის განკუთვნილ TUBITAK-ის (The Scientific and Technological Research Council of Türkiye) საგრანტო პროგრამებს აცხადებს.
აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა მკვლევრებს უზრუნველყოფს სტიპენდიით, სამოგზაურო ხარჯებით, დაზღვევითა და დღიური ხარჯით.
პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24 თვიდან 36 თვემდე. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მიმდინარე წლის 24 ნოემბრამდე შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: https://tybs.tubitak.gov.tr/
ზემოაღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია დანართში.