საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილ პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცა.
მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართვისას პედაგოგის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მასწავლებლებს გაწეული შრომისა და ახალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიების ფარგლებში წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.
მოწვეულ სტუმრებთან ერთად ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.
