საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას ხელმძღვანელობით, მეცნიერთა მუდმივმოქმედი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომის ფარგლებში, ზვიად გაბისონიამ მონაწილეებთან ერთად საქართველოში უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელა, განსაკუთრებული ყურადღება კი კონცეფციით გათვალისწინებულ სწავლებასა და კვლევას შორის კავშირების გაღრმავების საკითხებზე გაამახვილა.
საუბარი შეეხო უნივერსიტეტებში კვლევითი კომპონენტის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინოვაციურ განვითარებას უზრუნველყოფს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო თემებზე მინისტრის მოადგილისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.
მეცნიერთა მუდმივმოქმედი საბჭო სამეცნიერო გარემოს ანალიზის, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და სამომავლო განვითარების სტრატეგიების შემუშავების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინიციატივით შეიქმნა. საბჭო სამინისტროს, მეცნიერებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.