განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საქართველოში არსებული კერძო უნივერსიტეტების რექტორებთან, საზღვარგარეთ ფილიალების დაფუძნების საკითხთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საზღვარგარეთ კერძო უნივერსიტეტების ფილიალების დაფუძნების საკითხზე და ამ მიმართულებით შესაძლო მოდელებსა და საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობა დაადასტურეს.
