განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო
ჰოლოკოსტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა
ისტორიის მუზეუმში გაიმართა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას
სიტყვით მიმართა, ჰოლოკოსტის შესახებ ისაუბრა და მილიონობით დაღუპული ებრაელის ხსოვნას
პატივი მიაგო.
გივი მიქანაძემ ხაზი
გაუსვა განათლების სფეროში ქართულ-ებრაული თანამშრომლობის მნიშვნელობას, რასაც, მისი
თქმით, განათლების სხვადასხვა საფეხურზე განხორციელებული არაერთი პროექტი მოწმობს.
ღონისძიებას, რომელიც
ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია „ესთას“ ინიციატივით გაიმართა, ესწრებოდნენ
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოში ისრაელის საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის
რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.