უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებზე მომუშავე სპეციალური სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა საგანმანათლებლო პროგრამების დადარებისა და მილევად რეჟიმში განსახორციელებელი პროგრამების ადმინისტრირების საკითხები განიხილეს.
როგორც ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, სპეციალური სამუშაო ჯგუფის მთავარი ამოცანაა, რომ პროცესები მაქსიმალურად ეფექტიანად, უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციასთან სრული თანხვედრით წარიმართოს.
