განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მატუშ ბუშოვსკისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.
გივი მიქანაძემ ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ.
საუბარი შეეხო ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების ინიციატივას, რომელიც ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების სამართლებრივი საფუძველი გახდება.
თავის მხრივ, მატუშ ბუშოვსკიმ დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები და პარტნიორობის გაძლიერების მზაობა გამოთქვა.