განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ზვიად გაბისონიამ დამსწრე საზოგადოებას უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში უნივერსიტეტებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო.
ყურადღება გამახვილდა აგრარულ მიმართულებაზე, რომელიც
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება სრულად გადმოტანილი. საუბარი ასევე შეეხო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, პროგრამების გადაწყობისა და მათი აკრედიტაციისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს, მათ შორის კვლევითი საქმიანობის გაძლიერების საკითხებს. ამას გარდა ხაზი გაესვა, რომ ორივე უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალი სრულად იქნება შენარჩუნებული.
ზვიად გაბისონიას ინიციატივით, მხარეებს შორის მეტი კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, ორივე უნივერსიტეტის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც პროგრამებთან და ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებულ საკითხებს გაუწევს კოორდინაციას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, მინისტრის მოადგილისთვის მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით დაესვათ შეკითხვები და მისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
თავის მხრივ, როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოთქვეს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ზვიად გაბისონიამ დამსწრე საზოგადოებას უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში უნივერსიტეტებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო.
ყურადღება გამახვილდა აგრარულ მიმართულებაზე, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება სრულად გადმოტანილი. საუბარი ასევე შეეხო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, პროგრამების გადაწყობისა და მათი აკრედიტაციისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს, მათ შორის კვლევითი საქმიანობის გაძლიერების საკითხებს. ამას გარდა ხაზი გაესვა, რომ ორივე უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალი სრულად იქნება შენარჩუნებული.