საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა მიიღო მონაწილეობა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერ კობა მურადაშვილს, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტის განხორციელებისთვის, ჯილდო გადასცა.
საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის 14 მონაწილე და გამარჯვებული 10 მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდა. ასევე, სპეციალური აღიარების წოდება მიენიჭათ თვითმმართველი ერთეულების მერიების იმ თანამშრომლებს, რომლებმაც უშუალო წვლილი შეიტანეს საკონკურსო განაცხადების მომზადებაში.
კონფერენციის ფარგლებში, ა.თ.ე.ა-ს ადვოკატირებით, ხელი მოეწერა „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ“ ევროპულ ქარტიას, დასასრულს კი გაიმართა პანელური დისკუსიები მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის, ბავშვთა დაცვისა და მხარდამჭერი პროგრამების საკითხებზე.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა და საჯარო მოხელეებმა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის
პროგრამას (Best Practice Program), რომელიც წარმოადგენს ევროპის საბჭოს მიერ აღიარებულ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ეფექტიანი მმართველობის წარმატებული პრაქტიკების გამოვლენისა და მათი გაზიარებისათვის.