საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა არსებული მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო მასშტაბური ერთობლივი პროექტების - „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა“ და „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q” მიმდინარეობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა I2Q პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროცესებზე, რომელთა მიზანს წარმოადგენს პროექტის განხორციელების შეფასება, მათ შორის ფინანსური მართვისა და შესყიდვების კომპონენტების მიმოხილვა, არსებული საკითხების განხილვა და შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება.
მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ადრეული და ზოგადი განათლების (ECE) კომპონენტებში განხორციელებული საქმიანობს, SRP-ის დანერგვის პროცესი, ეროვნული შეფასების სისტემის განვითარება, STEAM პროგრამის გაფართოება, უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის დახვეწა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.