საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, საედ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს და განსახორციელებელი ინიციატივების მნიშვნელობა განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან ქართველი სტუდენტების მხარდაჭერის საკითხს, რაც ადგილობრივ წამყვან უნივერსიტეტში სწავლის სრულ დაფინანსებასა და ახალი აკადემიური შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს.
საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების საკითხს, რომლის წარმომადგენლებიც პირველ შეხვედრას უახლოეს მომავალში გამართავენ.
თავის მხრივ, საედ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერიმ ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სრული მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა და ორივე ქვეყნის სამინისტროების წარმომადგენლები.