საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ინოვაციური სწავლების თემაზე გამართული კონფერენციის – „5ExLC 2026“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციას IB მსოფლიო სკოლების კავკასიისა და ცენტრალური აზიის ასოციაციის (CCAAIBWS) წევრი – „ევროპული სკოლა‘‘ მასპინძლობს.
ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობენ განათლების სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ლიდერები, მიზნად ისახავს თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების განხილვასა და ინოვაციური სწავლების კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
თამარ მახარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით, მსგავსი კონფერენციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „ევროპული სკოლის‘‘ მიღწეულ წარმატებაზე, რომელიც როგორც ეროვნულ ღირებულებებს, ასევე საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება.
კონფერენცია 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მის ფარგლებში გაიმართება – პანელური დისკუსიები, სამუშაო შეხვედრები და პრაქტიკული სესიები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ სწავლების თანამედროვე მიდგომებს და განიხილონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ექსპერიმენტული სწავლება, განათლებაში ტექნოლოგიების ინტეგრაცია და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მოდელები.
კონფერენციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის სკოლებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების თანამშრომლები, მასწავლებლები და განათლების ექსპერტები, მათ შორის საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის (IB), საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) და ახალი ინგლისის სკოლებისა და კოლეჯების ასოციაციის (NEASC) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.