ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ ფიზიკის ბალტიკის ოლიმპიადიდან ქართველი მოსწავლეები 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით და საპატიო სიგელით დაბრუნდნენ.
ოლიმპიადაზე, რომელშიც 13 ქვეყნის 150-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, ქართველი მოსწავლეები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით გაემგზავრნენ.
ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები:
ცოტნე გიორგაძე - ვერცხლის მედალი (XII კლასი);
ნიკოლოზ თავხელიძე - ვერცხლის მედალი ( XI კლასი);
ირაკლი მექვაბიშვილი - ბრინჯაოს მედალი ( XII კლასი);
ალექსანდრე ათანასოვი - ბრინჯაოს მედალი ( XI კლასი ).
წარმატებული გამოსვლისთვის საპატიო სიგელი XI კლასის მოსწავლე ლუკა მელაძეს გადაეცა.
გუნდის ლიდერები არიან: ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგები თეიმურაზ კალატოზი და გიორგი გრიგოლია.
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ოლიმპიადა ორდღიანი ფორმატით ჩატარდა. თითოეული ტურის ხანგრძლივობა შეადგენდა 5 საათს. კონკურსი გამორჩეული იყო იმით, რომ ამოცანები ეფუძნებოდა რეალურ ფიზიკურ პროცესებსა და ექსპერიმენტებს, რაც მაღალი დონის ანალიტიკურ და პრაქტიკულ უნარებს მოითხოვს.