საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდული ფესტივალის „სტუდფესტი 2026”-ის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს სტუდფესტის გახსნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მინისტრმა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წახალისების კუთხით ფესტივალის როლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სტუდენტთა მხარდაჭერა და მათთვის საინტერესო, მრავალფეროვანი ინიციატივების განხორციელება სამინისტროს ერთ-ერთი გამორჩეული საზრუნავია.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.
“სტუდფესტი 2026”-ის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება მრავალფეროვანი სპორტული ტურნირები, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურული აქტივობები.
ფესტივალში 20 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.
“სტუდფესტი 2026” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსებით ტარდება. ორგანიზატორები არიან: თბილისის მერია, რუსთავის მერია და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია.