„სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence 2026-2027“ წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგრანტო-სასტიპენდიო პროგრამას, რომელიც ხორციელდება საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოპერატორი სააგენტო „კამპუს ფრანსისა“ და ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში.
პროგრამის მიზანია საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოს მოქალაქეებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობით საერთაშორისო სტანდარტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი კადრების მომზადება, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება და საქართველოსა და საფრანგეთს შორის საგანმანათლებლო პარტნიორობის გაღრმავება.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია დანართში.
- განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა წარმოებს ელექტრონულ სისტემაში - https://studyabroad.mes.gov.ge
- ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ განაცხადის გაგზავნამდე საკონკურსო ვადის ფარგლებში.
-
საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი
ელექტრონული განაცხადი, ყველა საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, რომელიც ატვირთულია
დადგენილ ვადაში წესების დაცვით.
განაცხადის შევსების პროცესში, ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტმა
უნდა მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - apply@mes.gov.ge
განაცხადების მიღება დაიწყება 2026 წლის 4 მაისიდან და გაგრძელდება 20 მაისის 23:59 საათამდე; 21-22 მაისს განხორციელდება დოკუმენტაციის ტექნიკური შემოწმება, რის შემდეგაც აპლიკანტებს ხარვეზების გამოსასწორებლად მიეცემათ 5 სამუშაო დღე.
კონკურსის საბოლოო შედეგები არაუგვიანეს 18 ივნისისა გამოქვეყნდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: აპლიკაციის შევსებისას, აუცილებელია თითოეული გვერდზე დოკუმენტაციის ატვირთვისას გამოიყენოთ შენახვის ფუნქცია და ინფორმაციის სრულად შევსების შემდგომ დააჭიროთ ღილაკს „გაგზავნა“.