საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ყაზახეთის ქალაქ ალმათში მიმდინარე სამიტში „GITEX AI Kazakhstan 2026“ მიიღო მონაწილეობა.
ბაია კვიციანმა პანელური დისკუსიის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ციფრულ ტრანსფორმაციაზე და ამ მიმართულებით განათლების სფეროში განხორციელებულ ინიციატივებზე.
ბაია კვიციანმა ყურადღება გაამახვილა მოსწავლეებში დამოუკიდებლად სწავლის (learning to learn) უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ისეთი კომპეტენციების განვითარებაზე, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ, ეფექტიანად მოერგონ სწრაფად ცვალებად გარემოს და შეამცირონ ხელოვნური ინტელექტის მიერ სამუშაო ბაზარზე ჩანაცვლების რისკები.
პანელურ დისკუსიაში - „გლობალური კაპიტალი, ადგილობრივი განხორციელება: ციფრული ინვესტიციების ჰარმონიზება და განათლების მნიშვნელობა“ - ბაია კვიციანთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, საიასათ ნურბეკმა და CNN-ის და Forbes-ის შვეიცარიის ყოფილმა ჟურნალისტმა, ოლივია კინგჰორსთმა.