საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა.
მინისტრის მოადგილემ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საზღვაო განათლების მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა როგორც სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების პროგრამები, ასევე აკადემიაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტები განიხილეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის მნიშვნელოვან თემებზე მინისტრის მოადგილისგან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზვიად გაბისონიამ და მაია ხაჯიშვილმა აკადემიის სასწავლო-საწვრთნელი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში უზრუნველყოფს.