საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ყირგიზეთის რესპუბლიკის განათლების მინისტრ დოგდურკულ კენდირბაევასთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის განათლების სფეროში არსებული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო 2026 წლის ივნისში გაფორმებულ მემორანდუმს, რომელიც განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას ითვალისწინებს.
გივი მიქანაძემ ყირგიზ კოლეგას საქართველოს განათლების სისტემის ფართომასშტაბიანი რეფორმების ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ინიციატივები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მზადყოფნა დაადასტურეს.
შეხვედრა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, PISA 2025-ის შედეგების ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონული პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა.
