საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს სამინისტროში უმასპინძლა.
ბაია კვიციანმა სტუმრებს ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნო.
საუბარი შეეხო ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებასა და კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს ბაია კვიციანმა ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიებას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თორნიკე შუბითიძე ესწრებოდა.
საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი ახალგაზრდობის სააგენტომ განახორციელა და მასში საქართველოდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის განვითარება.
