საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ისნის რაიონის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
მინისტრის მოადგილემ მასწავლებლებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის, საქმისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. ინიციატივა პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებას ემსახურება.
