საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
ზვიად გაბისონიამ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი პროფესიული პასუხისმგებლობა, თავდადება და ერთგულება განათლების სისტემის განვითარებასა და გაძლიერებას ემსახურება.
პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიებას სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანია პედაგოგთა მრავალწლიანი შრომისა და პროფესიული საქმიანობის დაფასება.
