საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროში ახალი საგამოცდო მოდელის 8+1 პრეზენტაცია გაიმართა. ახალი ერთიანი
საგამოცდო პროგრამა ფარავს ერთდროულად ორ დონეს ატესტატის მიმღებთა და
აბიტურიენტთა.
მთავარი სიახლეები:
- დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ვალდებულია 8 საგანში ჩააბაროს გამოცდა;
- სააბიტურიენტო კონკურსში მისაღებად მოსწავლე სურვილისამებრ
ირჩევს პროგრამებს და დამატებით აბარებს ზოგადი უნარების გამოცდას;
- გამოცდები
კომპიუტერზე ჩატარდება;
- ქართულისა და უცხო ენის წერითი დავალებები
ქაღალდზე შესრულდება;
- უცხოური ენების საგამოცდო ფორმატს
მოსმენის
(Listening)-ის კომპონენტი დაემატება;
- ერთიანი
ეროვნული გამოცდები სკოლებში სასწავლო
პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება;
- სექტემბრის ბოლოს საგამოცდო პროგრამები გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება;
- ოქტომბრის
ბოლოს უნივერსიტეტებისა და აკადემიური
პროგრამების შესახებ ცნობარი გამოიცემა;
- მეორე სემესტრიდან სკოლებში აბიტურის საათებს საგანი “საინფორმაციო
და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები” დაემატება და მოსწავლეები ახალი ტესტის ფორმატზე კომპიუტერებთან ივარჯიშებენ;
- რეგისტრაციას მოსწავლეები სკოლებში მარტის დასაწყისიდან ერთი თვის ვადაში
გაივლიან;
- აბიტურიენტები
რეგისტრაციას თავად გაივლიან და 20 სასურველი არჩევანის გაკეთების
შესაძლებლობა ექნებათ.
გამოცდებთან დაკავშირებულ დეტალებზე მუშაობა
გრძელდება. სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები
რეგულარულად შეხვდებიან მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს და პირადად გააცნობენ
გამოცდების ახალ მოდელს, სრული და ყველა აუცილებელი ინფორმაცია კი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ
ვებგვერდზე და Facebook-ზე განთავსდება.