სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიზანია სამინისტროს გამართულად ფუნქციონირების ხელშეწყობა სამართლებრივი უზრუნველყოფის გზით.
სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი ძირითადად ფუნქციონირებს სამართალშემოქმედებითი საქმიანობისა და სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელების, სასამართლოებთან ურთიერთობის და საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით.
სამმართველო მნიშვნელოვან აქტივობებს ახორცილებს სამინისტროში სტაჟირების გავლის პროცესის ხელშეწყობისათვის და ახალგაზრდებისათვის კონკრეტული მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული უნარების განვითარების ხელმისაწვდომობისათვის, მათ შორის, სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით.
სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციასა და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებას; სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით, უზრუნველყოფს შესაბამისი ნორმატიული აქტების და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობას, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზს, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას, ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას; სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას, სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნების მომზადებას და სხვადასხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულებას.
სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი აერთიანებს შემდეგ 3 სამმართველოს:
თითოეულ სამმართველოს გააჩნია საკუთარი საქმიანობის სფერო, რომელთა საქმიანობის მიზანია სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
დავით ლომინაშვილი 2012 წლის სექტემბრიდან დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.
დავით ლომინაშვილმა უმაღლესი განათლება, იურისტის კვალიფიკაციით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო და იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით, წარჩინებით, წითელ დიპლომზე დაამთავრა. ამასთან, ადვოკატისა და პროკურატურის მუშაკის საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაბარებული აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე, არის სსიპ - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
დავით ლომინაშვილი 6 (ექვსი) წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს საქართველოს სოციალურ-ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
დავით ლომინაშვილმა პროფესიული საქმიანობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტში უფროსი ინსპექტორის (უფროსი იურისტი) პოზიციაზე.
იგი 2008 წლიდან აგრძელებს პროფესიულ განვითარებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და სხვადასხვა წლებში აქვს მუშაობის გამოცდილება იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის, სამართალშემოქმედებისა და ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის, ამავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, იურიდიული სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, სამართალშემოქმედების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსის თანამდებობებზე.
სამართლებრივი მიმართულებით, დავით ლომინაშვილს გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საჯარო და კერძო ორგანიზაციებში ადმინისტრაციული პროცესებისა და საჯარო ინტერესების, დავების გადაწყვეტის, ინფორმაციის საჯაროობის, საკანონმდებლო ჩარჩოს, ტექნიკის, რეგულირების გავლენის შეფასების და ასევე პოლიტიკის განვითარების შესახებ და ამასთან, არის სამთავრობო კომისიის წევრი.
დავით ლომინაშვილს 2015 წლის დეკემბრის თვიდან, შეთავსებული აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის მოვალეობების შესრულება.