ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დამტკიცდა ახალი შინაგანაწესი, რომელიც დაამკვიდრებს სამსახურებრივი ქცევის ზოგად პრინციპებს, ხელს შეუწყობს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის ზრდას და მოსამსახურეთა მიერ შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრებას.
ახალი შინაგანაწესის შემუშავებაში სამინისტროს მოსამსახურეებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ორგანიზებით გამართული ახალი შინაგანაწესის პროექტის პრეზენტაციაც სამინისტროს თანამშრომელთა აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით წარიმართა, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს!
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი შინაგანაწესი გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე - matsne.gov.ge.