ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ევროპის საბჭო აცხადებს ფოტო-კონკურსს #MakingEurope2019.
კონკურსის წესები:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა უნდა შეარჩიონ ქვემოთ მოცემული ერთი ან
რამდენიმე კატეგორია, გადაიღონ ფოტო და გამოაქვეყნონ Instagram-ზე. დასაშვებია ერთი
ავტორის მიერ ერთზე მეტი ფოტოს წარდგენა ერთ ან რამდენიმე კატეგორიაში.
ფოტოს განთავსებისას კონკურსანტებმა უნდა მიუთითონ ევროპის საბჭოს Instagram გვერდი
@councilofeurope, გამოიყენონ ჰაშთაგი #MakingEurope2019 და ასევე, მიუთითონ შესაბამისი
კატეგორიის ჰაშთაგი:
- #people
- #places
- #moments
- #challenges
- #blackandwhite
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 13 წლის ასაკის ზემოთ ნებისმიერ პირს, რომელიც ცხოვრობს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში.
კონკურსი დაიწყება 2019 წლის 4 თებერვალს და გაგრძელდება 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით.
ჟიური შეარჩევს გამარჯვებულ ფოტოს, მისი ხარისხის და კრეატიულობის მიხედვით, იმ ფოტოებს
შორის, რომლებსაც მეტი მოწონება (like) ექნებათ. თითოეულ კატეგორიაში დაჯილდოვდება 1
ფოტო და ასევე კონკურსს ეყოლება 1 საერთო გამარჯვებული.
2019 წლის 30 ივნისს ცნობილი გახდება 6 გამარჯვებულის ვინაობა, რომლებიც მიიღებენ ევროპის
საბჭოს სპეციალურ დიპლომს. დიპლომების გადაცემა მოხდება 2019 წლის ოქტომბერში, 70 წლის
საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ სპეციალურ ღონისძიებაზე. საუკეთესო ფოტოები და
გამარჯვებული ფოტოები გამოიფინება სტრასბურგში, ევროპის საბჭოში.