საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს საკონკურსო განაცხადების მიღებას „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში.
„სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების“ ქვეპროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით 2017 წელს ამოქმედდა და 2019 წლამდე მასში 250-ზე მეტი საჯარო სკოლა და 32 კერძო და საჯარო კოლეჯი/უნივერსიტეტი ჩაერთო.
პროგრამა რამდენიმე განსხვავებული მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს. დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნულმა დაწესებულებებმა პარტნიორ საჯარო სკოლასთან/სკოლებთან ერთად უნდა შეიმუშავონ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 8 აპრილი.
„სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების“ პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2017-18 წლების მონაცემების გათვალისწინებით, საკონკურსო განაცხადების განხილვისას პრიორიტეტი მიენიჭება დანართში წარმოდგენილ რეგიონებს/მუნიციპალიტეტებს.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული კურსების განხორციელება დაიწყება 2019 წლის შემოდგომის სემესტრში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წარმატებას უსურვებს კონკურსში მონაწილე საგანმანათლებლო დაწესებულებებს და მადლობას უხდის პროგრამით დაინტერესებისთვის.