2019 წლის 7 ივნისს გერმანიაში, მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში, რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა პროფ. ზვიად გაბისონიამ, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა, საერთაშორისო ურთიერთობებში პროფ. როლფ ვან დიკმა, ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან დიასამიძემ და პროფ. მანანა თანდაშვილმა ენათმეცნიერებისა და კულტუროლოგიის ფაკულტეტზე გახსნეს შოთა რუსთაველის კაბინეტი. იდეის ავტორმა, ცნობილმა გერმანელმა ქართველოლოგმა, ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის მმართველმა დირექტორმა პროფ. იოსტ გიპპერტმა წარმოადგინა უნიკალური პროექტი „რუსთაველის გაციფრულება სხვადასხვა ენაზე“, რომლის მიზანია ქართული კულტურის, ლიტერატურის პოპულარიზაცია. გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს ფრანკფურტში მოღვაწე და სხვა უცხოელი ქართველოლოგები. ზვიად გაბისონიამ და როლფ ვან დიკმა ისაუბრეს რუსთაველის ფონდსა და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე.