საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 55-ე საჯარო სკოლას ეწვია და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს მუშაობა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე. ამ მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შექმნილია სპეციალური კომისია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით.
საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის - TIMSS (Trends in International Mathematics and Science Study) შედეგების მიხედვით ქართველმა მოსწავლეებმა გააუმჯობესეს შედეგები და რიგ შემთხვევებში სტატისტიკურად გაუთანაბრდნენ საერთაშორისო საშუალო მაჩვენებლებს, რაც TIMSS კვლევაში საქართველოს მონაწილეობის 16 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია.
ვეხმიანებით სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ბულინგის კამპანიას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სოციალური ქსელებისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მეშვეობით მიმდინარეობს. ჩვენთვის მიუღებელია ის პროცესები, რაც ახლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხდება.