პროექტი „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ გრძელდება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა მორიგი შეხვედრები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონსა და ცაგერში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა პანელური დისკუსიის ფარგლებში ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სისტემის შემდგომი განვითარების გზებზე იმსჯელეს.