საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის 108-ე საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს ქართული ენის დღე მიულოცა.
თამარ მახარაშვილი სკოლის მოსწავლეების მიერ დადგმულ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ წარმოდგენას დაესწრო და სიტყვით გამოსვლისას ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, არაქართულენოვან საჯარო სკოლებში დაინერგა ბილინგვური სწავლება და გაიხსნა ქართული სექტორები, ქართული დიასპორების წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ენის დისტანციური სწავლება და, ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებს ქართული ენის და ისტორიის შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ.
ღონისძიების ფარგლებში 108-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა როგორც მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, ასევე ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.