13 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით Covid-19-ზე მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირება გრძელდება.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 13 მაისს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდება.
სწავლის დასაწყებად სკოლები სრულ მზადყოფნაში არიან. ქვეყნის მასშტაბით კოვიდინფექციაზე მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 13 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპს იწყებს.
უქმეების პარალელურად სკოლის მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია საქართველოს რეგიონებში ეტაპობრივად გრძელდება.