„საყვარელ საქმეში ცდილობ მთელი გული და ენერგია ჩადო. მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა და პროფესიული განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც დღემდე არ შემიწყვეტია“, - ამბობს თბილისის №60 საჯარო სკოლის სპეციალური პედაგოგი ქრისტინე გელბახიძე, რომელიც შესაბამისი სამაგისტრო განათლების საფუძველზე 2021 წლიდან უფროსი სპეციალური მასწავლებელი გახდა.
სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა იმუნიზაციის პროცესი ადგილობრივ კლინიკებში აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს საჯარო სკოლებშიც კოვიდსტატისტიკის მაჩვენებელი იზრდება. პარალელურად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გამკაცრდა ჰიგიენის ნორმების დაცვაზე კონტროლი, რათა სააღდგომო არდადეგების დაწყებამდე ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული.