მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, კახეთის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონების მცირეკონტიგენტიანი სკოლების მე-7, მე-8 და მე-9 კლასების 450 მოსწავლისთვის, დაბა ბაკურიანში სამთო-სათხილამურო სპორტული სკოლა ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას მოსწავლეებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი, თბილისის 45-ე საჯარო სკოლაში, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში მომზადებულ გაკვეთილებს დაესწრნენ.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული ახალციხის N1 და ვალეს N1 საჯარო სკოლები განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ საზეიმოდ გახსნეს.