„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორებისთვის „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ გაიმართა. კონფერენციის მიზანს, სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოში საფრანგეთის ელჩ პასკალ მენიესთან ერთად, კავკასიის ფრანგულ სკოლას ეწვია. მინისტრმა სკოლის ხელმძღვანელობას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სწავლის განახლება მიულოცა და შემდეგ, სასწავლო გარემოს გაეცნო.
VII, VIII, IX კლასების ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში კიდევ ერთი ორგანიზაცია - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - ჩაერთვება, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის ექსპერტებთან ერთად, სამოქალაქო განათლების სტანდარტზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით იმუშავებს.
ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საგნობრივი ექსპერტებისა და ესტონელი ექსპერტების მიერ 15 საპილოტე სკოლის თანამშრომლებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშემწყობი ტრენინგები ჩატარდა.