საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც საპილოტე პროექტის - „ქ. თბილისის სკოლებში საგნის - „მოქალაქეობა“ ფარგლებში ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ გაკვეთილების დანერგვის ხელშეწყობა“ - შედეგები შეჯამდა.
მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკმა სტარტი აიღო და მიმდინარე წლის სექტემბრამდე გაგრძელდება. მოსწავლეთა პირველ ნაკადს წყნეთში ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა მასპინძლობს.
საჯარო სკოლების კვების ობიექტების პროვაიდერი კომპანიების წარმომადგენელთა გადამზადების პროექტი დაიწყო. ახალი პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლომდე გადამზადდება ყველა საჯარო სკოლის ყველა ბიზნესოპერატორი, ანუ პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სკოლებში მოსწავლეთა ჯანსაღ კვებაზე.