საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონს ეწვია, ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და მინისტრის სახელით, მათ საახალწლო საჩუქრები გადასცა. მინისტრის მოადგილემ მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთებიც დაათვალიერა და დამზადების პროცესსაც გაეცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და კომისიის წევრებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებულ ცვლიელბებზე იმსჯელეს.