საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები თბილისისა და რეგიონების პედაგოგებთან
შეხვედრებს აგრძელებენ.
ამჯერად შეხვედრა მარტვილის რაიონის სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან გაიმართა. მინისტრმა მოკლედ ისაუბრა ბოლო პერიოდის
ძირითად სიახლეებზე და ამ მიმართულებით დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.