საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები თბილისისა და რეგიონების პედაგოგებთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად შეხვედრა მარტვილის რაიონის სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან გაიმართა.
მინისტრმა მოკლედ ისაუბრა ბოლო პერიოდის ძირითად სიახლეებზე და ამ მიმართულებით დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. გამომდინარე იქედან, რომ პედაგოგები როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში სრულ ინფორმაციას ფლობენ ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე და ჩართულნი არიან ახალ პროექტებში, ძირითადი აქცენტი მაინც ლოკალურად არსებულ პრობლემებზე, კონკრეტული სკოლების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასა და იმ საჭიროებებზე გაკეთდა, რომელთა მოგვარებაშიც მათ სამინისტროს თანადგომა ესაჭიროებათ. მასწავლებლებთან ანალოგიური შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.