საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება „წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების“ პროგრამის „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის კონკურსის პირველ ეტაპს იწყებს. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ამჯერად ტესტირების თარიღი, დრო და გამოცდის ხანგრძლივობა განისაზღვრა. ტესტირება ელექტრონული ფორმით 2023 წლის 22 იანვარს ერთ სესიად ჩატარდება. ტესტირების დაწყების დროა 12:00 საათი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კონკურსის „ჩემი გალაკტიონი“ დაჯილდოების ცერემონია გახსნა, გამარჯვებულ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ პრიზები პირადად გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 2022 წლის საუკეთესო დირექტორის დაჯილდოების ცერემონია გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კონკურსის მონაწილეებს გამარჯვება პირადად მიულოცა.