საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა.
მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლას ეწვია და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. თამარ მახარაშვილმა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მასწავლებლებთან პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სკოლის შენობა 200 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
„ჩემი დიდი სურვილია, რომ ეთნიკური უმცირესობები სრულად ინტეგრირდნენ ქართულ საზოგადოებაში და დაუბრკოლებლად შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და რეალიზება. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოც გააგრძელებს არჩეულ კურსს და ამ მიმართულებით კიდევ უფრო ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამს“, – აცხადებს მირანდა იაკობიძე, რომელიც ქართულს, როგორც მეორე ენას წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს თითქმის ათი წელია ასწავლის. პარალელურად სახელმწიფო ენას მირანდა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ბენეფიციარებს, ხოლო პროგრამის „ქართული ენის დისტანციური სწავლების“ ფარგლებში ემიგრანტ ბავშვებს ასწავლის.