საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე დიასპორული სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა თავად სტუდენტების ინიციატივით გაიმართა, განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების გაცნობის მიზნით.